გასული 24 საათის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსის 281,386 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 4,106 ადამიანი.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, ინდოეთში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ქვეყანა კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის.
ინდოეთის პრემიერმა 3 კვირიანი დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ „ინდოეთი არაა ის ქვეყანა, რომელიც იმედს კარგავს“.
„არც ინდოეთი და არც ინდოელები იმედს არ დაკარგავენ. ჩვენ ვიბრძოლებთ და მოვიგებთ“,- განაცხადა მან.











