სამკვირიანი დუმილის შემდეგ პირველად ინდოეთის პრემიერ-მინისტრი კოვიდის დამანგრეველი მეორე ტალღის შესახებ ალაპარაკდა.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„ჩვენ წინაშე უხილავი მტერია და ამ მტერს ბევრი სახე აქვს. კორონავირუსის გამო ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგეთ“,- განაცხადა ინდოეთის პრემიერმა.
პრემიერმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
„ინდოეთი არაა ის ქვეყანა, რომელიც იმედს კარგავს. არც ინდოეთი და არც ინდოელები იმედს არ დაკარგავენ. ჩვენ ვიბრძოლებთ და მოვიგებთ“,- განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ინდოეთში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ქვეყანა კოვიდის მეორე ტალღას ებრძვის, საავადმყოფოები გადავსებულია.










