უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დმანისში მომხდარი ინციდენტის ისე შეფუთვა თითქოს დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა მიუღებელია.
“ამ ინციდენტის შეფუთვა და გატანა ჩვენი მოქალაქეებისთვის, თითქოს ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება, ესაა მიუღებელი, დამაზიანებელი ჩვენი საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ოპონენტების მხრიდან”, — თქვა თალაკვაძემ.
დმანისში ისევ აურზაურია! – გუშინ ხელკეტებით დაწყებული ჩხუბი ისევ გრძელდება (LIVE)











