სააკაშვილის ლიდერობა აქამდეც იყო დადასტურებული იმის მიუხედავად, ჩავიდოდა თუ არა იქ დელეგაცია, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა „ნაცმოძრაობის“ შიგნით პროცედურული საკითხების გავლა მიმდინარეობს, როგორიც არის პარტიის ლიდერთან ჩასვლა, საკითხის გარკვევა, მერე ჩამოსვლა და პარტიის ლიდერის თანხმობით პარლამენტში შემობრძანება, რასაც ჩვენ დიდი ხანია ველოდებით. სააკაშვილის ლიდერობა აქამდეც იყო დადასტურებული იმის მიუხედავად, ჩავიდოდა თუ არა იქ დელეგაცია,”- განაცხადა ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელია და პარტიის სხვა წევრები უკრაინაში იმყოფებიან.










