“ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილთან დადებული პირობის შესასრულებლად და იქ გასაშვებად ემზადებიან, სადაც არჩევნებამდე იყო, ამას ნელ – ნელა გვაპარებენ, პოლარიზაციის შემცირების გზად ეს გამოდგება”,- ამის შესახებ „გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ევროპარლამენტარებზე არის საგზალი „ქართული ოცნების” მხარდამჭერებისთვის, ვინც საქართველოში არიან, ხოლო ირაკლი კობახიძის სტრასბურგში გაკეთებული განცხადება განკუთვნილია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, სადაც თავს აჩვენებენ, რომ თითქოს ევროპული ღირებულებების მიმდევარი და ერთგული მთავრობა გვყავს”, – განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისათვის, მმართველი გუნდის წარმომადგენლები სტრასბურგში ევროპარლამენტარებს ხვდებიან. როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი ეხებოდა მიხეილ სააკაშვილსაც.










