დღეს კიდევ ერთ ვაქცინა „სინოვაკზე“ რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაციის გახსნიდან ორი საათის განმავლობაში „სინოვაკის“ ვაქცინაზე 5 370 ადამიანი დარეგისტრირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„სინოვაკზე“ საიტი 12:00 საათზე გაიხსნა და 2 საათში 5 ათასზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა. შეიძლება ჭედავს, მაგრამ ფაქტია, რომ 2 საათში 5 370 ადამიანი დარეგისტრირდა. რაც შეეხება სისტემების გაჭედვას, ილონს მასკს გაუჭედა სისტემამ, ახალ ამბებს ხომ ეცნობით ხოლმე? ილონ მასკის სისტემამ, ხომ გაჭედა? ვაქცინაციაზე თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ, ამერიკაში, რომ დაიწყო ვაქცინაცია სისტემამ როგორ გაჭედა, ჩეხეთშიც გაჭედა სისტემამ. ყველაფერი ხდება, ტექნიკაა, კომპიუტერი, ელექტრონიკა, უამრავი ბაზაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს ყველა ქვეყანაში ხდება, ამაზე ცარიელ ადგილზე ნუ ავაგორებთ ზვავს, რომ გაჭედა, რაღაც საშინელება მოხდა. ხდება, ტექნიკაა“, – აღნიშნავს პაატა იმნაძე.
21 მაისის მონაცემებით, ვაქცინაცია 105 500-მა მოქალაქემ ჩაიტარა











