„ვფიქრობ, „ნაცმოძრაობის“ პარლამენტში ყოფნა-არყოფნისა და შესვლა-არშესვლის დილემა მოსაბეზრებელია, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ისე ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვისაც. ვხედავთ, როგორი განცხადებები კეთდება. ვნახეთ ევროკავშირის ელჩის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დროა ჩამოყალიბდნენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“პარტია არის, ჰყავს მხარდამჭერების გარკვეული რაოდენობა და უკვე არასერიოზულია მათი ქცევა, დილემურ სიტუაციაში საკუთარი თავის ჩაყენება, რაც თავად მოახერხეს. მათ სხვა გამოსავალი აღარ დარჩათ, ორი გზა არის – ან აღიარებენ საკუთარ მარცხს, ხელს მოაწერენ შეთანხმებას და შემოვლენ პარლამენტში, ან დარჩებიან ქუჩაში და ისევე დაიშლებიან, როგორც ეს „ევროპულ საქართველოს“ დაემართა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.











