“პოლარიზაციის პრობლემა მათ შორის მდგომარეობს იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს დემოკრატიას, ანუ ხალხის ნებას, არჩევანს და არ აღიარებს კანონის უზენაესობას, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილებებს”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„თავდაპირველად, ბოიკოტში 60 დეპუტატი იყო, შემდეგ კი კლება დაიწყო და დღეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა“ დარჩენილი. არა მხოლოდ ბოიკოტში, ჩვენ ვნახეთ, რომ მათ შორის, სხვადასხვა საპროტესტო ღონისძიებაში, რომელიც ჰქონდათ, მარტო იყვნენ და ამ აქციებში სხვა პოლიტიკური პარტიები არ შეუერთდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.









