„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს მე-10 მოწვევის პარლამენტში, დამოუკიდებელი დეპუტატის კვოტით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაწევრიანდება სურს. შესაბამისი ცნობა 24 მაისის ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, კომიტეტში 15 წევრის ადგილი უკვე შევსებულია და ახალს ვერ მიიღებენ.
„ეს საკითხი შეიძლება, განვიხილოთ მას შემდეგ, რაც ახალი კვოტების თანახმად, წევრების რაოდენობა გადანაწილდება და გამოთავისუფლდება ადგილი უფრაქციო დეპუტატითვის“, – განაცხადა სამხარაძემ.











