რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, მით უფრო მძაფრად შეიგრძნობენ მარცხის გარდაუვალობას და ალბათ ეს შეტევებიც გაძლიერდება, მაგრამ აქ სხვა რამეა ჩემთვის ყურადსაღები, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებებს ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით.
მისი შეფასებით, ნაციონალებს მასირებული შეტევა აქვთ ოცნების ლიდერებზე, განსაკუთრებით ირაკლი კობახიძეზე.
„დღეს ნაცებს მასირებული შეტევა აქვთ ოცნების ლიდერებზე, განსაკუთრებით ირაკლი კობახიძეზე. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, მით უფრო მძაფრად შეიგრძნობენ მარცხის გარდაუვალობას და ალბათ ეს შეტევებიც გაძლიერდება, მაგრამ აქ სხვა რამეა ჩემთვის ყურადსაღები. სიტყვის ფასზე და ვაჟკაცობაზე ლაპარაკობს ნიკანორ მელია, რომლის სიტყვას თეთრის ფასი არ აქვს. არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთო, დაიჭირეს , გირაოს არ გადივიხდიო, გადაუხადეს, გირაოც მიიღო და ციხეც დატოვა, ამნისტია არ მინდაო და ამ დროს მთელი ოპოზიცია მხოლოდ მასზე მორგებულ ვარიანტს ,,აწვება”, პარლამენტში არ შევალო, არადა კიევში აღებული ნებართვის მერე, კართან არის ატუზული და შესვლის “გაპრავების” მიზეზებსაც დაეძებს რეგიოენებში. როცა ასეთი ,,სიტყვის კაცი” ხარ და ოფლისდენამდე ხარ საკუთარ სიტყვებზე ნახტუნავები და ასეთი ,,გმირი” სხვას რომ ემართლები, ცოტა უხერხული ხომ არ არის? თუ ყველა გრძნობა და ღირსება კიევში დატოვე მძევლად?“,- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.










