“აქ შეკრებილი ვართ იმისათვის, რომ შევაფერხოთ კომპანიის მანქანების მუშახელის გადაყვანის პროცესი, რა თქმა უნდა, ადგილობრივ მოსახლეობას არ ვაფერხებთ. სიტუაციის მიხედვით ვაგრძელებთ აქ ყოფნას”, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის” პროტესტის ერთ-ერთმა ლიდერმა მაკა სულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ენკას” თანამშრომლები ნამახვანის მიმართულებით პოლიციის მანქანით გადაჰყავთ.
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია “ენკას” თანამშრომლები, სავარაუდოდ, პოლიციის მანქანებით გადაჰყავთ ნამოხვანის მიმართულებით”, – განაცხადა მაკა სულაძემ.











