„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე „ნამახვანჰესისი“ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და უარყოფითად აფასებს.
როგორც რომან გოცირიძე წერს, ჰესის ინვესტორი გაიქცა.
„გიხაროდენ! ნამახვანჰესის ინვესტორი გაიქცა. ყველა, ვინც ამას შეუწყო ხელი, არის ან უნებლიე მტერი, ან ვარლამი!“,- წერს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს – $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება.










