“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას შეფასებას გამოეხმაურა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ კადრების გავრცელებას უკავშირდება.
“ეს გზავნილი დაახლოებით ასე გამოვიდა,, „კუმ ფეხი გამოყოო”. რა დროის გზავნილია, აგერ 43 დღეა კაცი შიმშილობს”, – განაცხადა გოცირიძემ.
გუშინ გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა: “როცა ემსგავსები შენს „მტერს“, ბრძოლა უკვე წაგებული გაქვს”.










