„ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო საქმიანობას სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან შეუდგება.
დღეს დასავლელი პარტნიორების კრიტიკის პასუხად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ამნისტიის პუნქტი, რომელიც მათივე ლიდერის საქმით იყო ნაკარნახევი, პარტიისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
„ჩვენც გვაქვს ჩვენი ძალიან მყარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ შეთანხმებას, სადაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი – ეს არის ამნისტიის პუნქტი, ამ ფორმულირებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ შეთანხმებას ხელს ვერ მოვაწერთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვიქნებით ძალიან აქტიური აბსოლუტურად ყველა მიმართულებით პარლამენტში, არავინ არ გაურბის პასუხისმგებლობას, უბრალოდ ამ დოკუმენტის გარკვეული პუნქტი არის პრინციპულად მიუღებელი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.











