„თბილად მივესალმებით ქალბატონ თაკო ჩარკვიანს, ვეცდებით, თავიდან დავმეგობრდეთ და ერთად ვჭამოთ ხინკალი“,- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,
კითხვაზე, როგორ დახვდება იგი თაკო ჩარკვიანს, თუ პარლამენტში შევა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„თავის დროზე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა კოლეგა ოპოზიციონერები თავს იკლავდნენ “არ შემოვალთო”, მე და სანდრო დავნიძლავდით. მე ვთქვი, რომ თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი შემოვიდოდნენ პარლამენტში, მაშინ ეს ძალიან წარმოუდგენლად ჩანდა, სანდრომ ჩათვალა, რომ ძალიან მარტივად მოიგო ნიძლავი და მე როგორც გაუთვითცნიბიერებელ ადამიანს ასე დამენიძლავა, მაგრამ ხედავთ, სიტუაცია იცვლება და მე შეიძლება მოვიგო ნიძლავი,”- განაცხადა ხვიჩიამ.










