„არანაირი კავშირი გიორგი გახარიას„ქართულ ოცნებასთან“ არ აქვს. ვიცით, 43%-იანი ბარიერი, რომელიც დაწესებულია, როცა ხმის წართმევა სურს რომელიმე, მითუმეტეს გუნდის ყოფილ წევრს, ეს მიუთითებს არაკეთილსიდისიერ განზრახვაზე”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მისამართით განაცხადა.
მინდა მივმართო გახარიას გუნდის ახალ წევრებს, რომლებიც შეიძლება ამის გამოც კი გადაიბირა გიორგი გახარიამ თავის გუნდში, რომ დაფიქრდნენ. ადამიანი, რომელიც გაქეცა პასუხისმგებლობას, ადამიანი, რომელმაც ზურგი შეაქცია საკუთარ გუნდს, ადამიანი, რომელიც სხვისი სახელის გამოყენებით ცდილობს ხმების მოპოვებას, ასეთი ადამიანი პოლიტიკაში კეთილსინდისიერად ვერ მოიქცევა“,-განაცხადა პაპუაშვილმა.










