ინდოეთში თაჯ-მაჰალი ტურისტებისთვის გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ France 24 ავრცელებს.
ტაძარში ვიზიტორების ყოველდღიური ლიმიტი 650 ადამიანი იქნება. ასევე, მათ აუცილებლად უნდა ატარონ პირბადე.
ცნობისათვის, თაჯ-მაჰალი შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო აპრილში დაიხურა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში კორონავირუსის 29,633,105 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 379,601-ს შეადგენს.











