fbpx
04/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ვირუსული ცხელება ინდოეთში – დაავადებულთა უმეტესობას სახსრების ტკივილი, გაუწყლოება და გულისრევა აღენიშნება

16:43 სექტემბერი 1, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

თითქმის კვირაზე მეტია, რაც უტარ-პრა­დე­შის შტა­ტის (ინდოეთი) მოსახლეობას, ვირუსული ცხელება აღენიშნებათ.

BBC-ის ცნობით, დაავადებულთა უმეტესობას სახსრებისა და თავის ტკივილი, გაუწყლოება და გულისრევა აღენიშნება. ზოგიერთ მათგანს კი ფეხებსა და მკლავებზე გამონაყარი აწუხებს.

როგორც BBC-ი წერს, აღნიშნული სიმპტომების მქონე, სულ მცირე, 50 ადამიანი უკვე გარდაიცვალა. მათ შორის უმეტესობა ბავშვები არიან. ასობით ადამიანი კი საავადმყოფოში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილთაგან არცერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსი.

|რა ვიცით ინდოეთში გამოვლენილ ვირუსულ ცხელებაზე – რას ამბობენ ექიმები

ინდოეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული, შესაძლოა ე.წ. დენგეს ცხელებას უკავშირდებოდეს, რომელიც კოღოებით გადადის. მათივე თქმით, კლი­ნი­კებ­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბას სის­ხლში თრომ­ბო­ცი­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბა აღენიშნებოდა, რაც ხელს სის­ხლის შე­დე­დე­ბას უწყობს და რომელიც ყველაზე მეტად დენგეს ცხელების მძიმე ფორმას ახასიათებს. თუმცა, დადასტურებით ჯერ ვერაფერს ამბობენ.

„პაციენტები, განსაკუთრებით კი ბავშვები, რომელთაც მსგავსი სიმპტომები აღენიშნებათ, სწრაფად იღუპებიან“,- აცხადებს ფიროზაბადის რაიონის წამყვანი ექიმი, ნეეტა კულშრესტჰა. მის რაიონში ვირუსულ ცხელებას 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, აქედან 32 ბავშვი იყო.

|რა ვიცით დენგეს ცხელებაზე

დენგეს ცხელება — ინფექციური გადამდები დაავადებაა, რომელიც ორი კლინიკური ფორმით მიმდინარეობს: დენგეს კლასიკური ცხელება და დენგეს ჰემორაგიული ცხელება. დაავადების გამომწვევია რნმ შემცველი არბოვირუსი, რომლის გადამტანიც კოღოები არიან. ინფექციის წყაროს კი წარმოადგენს ავადმყოფი ადამიანი, ასევე მაიმუნები და ღამურები. დენგეს ცხელებით ეპიდემიურ კერებში უპირატესად ავადობენ ბავშვები და არაიმუნური პირები. დაავადებას ახასიათებს სეზონურობა, განსაკუთრებით კი დაკავშირებულია წვიმიან პერიოდთან. დენგეს კლასიკური ფორმა რეგისტრირდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში.

სიმპტომები:

  • ძლიერი ცხელება (41 გრადუს ცელსიუსამდე);
  • თავის ტკივილი;
  • კუნთების, ძვლების, სახსრების ტკივილი, ტკივილი თვალებს უკან.
  • შესაძლოა გამოვლინდეს: გავრცელებული გამონაყარი; გულისრევის შეგრძნება და ღებინება; იშვიათად, მცირე სისხლდენა ღრძილებიდან ან ცხვირიდან.

დენგეს ინკუბაციური პერიოდი ჩვეულებრივ 5-7 დღეა, რომელიც კლასიკური ფორმის დროს 15 დღემდე მერყეობს, ჰემორაგიულის დროს 10 დღემდე. იწყება მწვავედ შემცივნებით და სხეულის ტემპერატურის მომატებით 39 °C- 41 °C–მდე, ძლიერი თავის ტკივილებით, რეტროორბიტალური მიდამოს, კუნთებისა და სახსრების ტკივილებით.

ისტორია

1970 წლამდე დენგეს მძიმე ფორმის ეპიდემია მხოლოდ ცხრა ქვეყანაში დაფიქსირდა. ამჟამად ეს დაავადება აფრიკის, ამერიკის, ხმელთაშუა ზღვისპირეთის აღმოსავლეთის და წყნარი ოკეანეს დასავლეთ ნაწილის 100 ქვეყნისათვის ენდემურ დაავადებას წარმოადგენს.

2016 წლის დასაწყისში რიგ ქვეყნებში დენგეს საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა – Dengvaxia (CYD-TDV) დარეგისტრირდა, რომლის გამოყენებაც 9-დან 45 წლამდე ადამიანებს შეუძლიათ.

საქართველოში ვირუსით დაავადების პირველი შემთხვევა 2013 წელს, შემდეგ კი 2016 წელს დაფიქსირდა. ბოლნისში, 2017 წლის ივლისში დენგეს ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი სოფელ ფაზისში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს გადაედო. მას დაავადების მსუბუქი ფორმა აღმოაჩნდა და ის გამოჯანმრთელდა.

 

მომზადებულია  BBC-ის მიხედვით

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენგო PTN.ge

თეგები: ინდოეთი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ინდოეთში მეწყერს 15 ადამიანი ემსხვერპლა

ივლისი 18, 2021
806
მსოფლიო

ინდოეთში ათასობით ადამიანი კოვიდვაქცინის ნაცვლად მარილიანი წყლით აცრეს -CNN

ივლისი 6, 2021
1.3k
მსოფლიო

თაჯ-მაჰალი ტურისტებისთვის გაიხსნა

ივნისი 16, 2021
779

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია