ოპოზიცია გაბრაზებულია, რომ ვახტანგ გომელაურმა ნიკა მელია ძალიან ლამაზად გამოიყვანა ოფისიდან და იქ ჩასვა, სადაც მისი ადგილი იყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვახტანგ გომელაური ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა და სწორედ ამას უკავშირდება მის წინააღმდეგ აგორებული პიარული კამპანია.
„ამას მიჩვეული ვართ კონკრეტული ტელევიზიებისა და პარტიებისგან. პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრზე თავდასხმები არის ლოგიკური იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არიან გამორჩეულად ძლიერი ფიგურები ჩვენს გუნდში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.











