fbpx
17/05/2022
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი – ეს ყველაფერი ნამდვილად აკლია ისტორიის სახელმძღვანელოს

13:54 დეკემბერი 7, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
769
ნახვა

„უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოში საქმე გვაქვს მარტივი ფაქტების კონსტანტაციასთან. ეს ფაქტები არის მაქსიმალურად ლაკონურად და მოკრძალებულად ციტირებული“ – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს ირგვლივ არსებული დისკუსიის კომენტირებისას.

„ერთი რამ ნამდვილად აკლია ამ სახელმძღვანელოს. აკლია მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში 9 წლის განმავლობაში საქართველოში ჩამოყალიბებული იყო უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, რომლის შედეგებიც იყო ადამიანის უფლებების სისტემური ხელყოფა, წამება, ადამიანების მიმართ არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი და ა.შ. ეს ყველაფერი ნამდვილად აკლია ამ სხელმძღვანელოს და მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი სამომავლოდ სახელმძღვანელოში არის შესატანი და ასევე აკლია მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი პრეზიდენტი, რომლის დანაშაული აღიარებული იქნა ქართული მართლმსაჯულების მიერ. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ჩანაწერები ამ სახელმძღვანელოს აუცილებლად უნდა დაემატოს, ეს იქნება მარტივი ფაქტების კონსტატაცია.

რაც შეეხება ომის საკითხს, აქაც ძალიან ლაკონურად და მოკრძალებულად არის გაშლილი ეს თემა. უმარტივესი ფაქტების დონეზე. მე შეგახსენებთ, თავად ნაცმოძრაობა რას აწერდა თავის დროზე ხელს. მათ შორის საუბარი მაქვს ევროსაბჭოს რეზოლუციაზე, სადაც ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება, ამას ხელი მოაწერა ნაცმოძრაობამ. ასევე შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2008 წლის აგვისტოს ბრძანებულებას, სადაც საუბარია სწორედ იმაზე, რომ სეპარატისტების მხრიდან იყო გახსნილი ცეცხლი, რასაც 8-ში მოჰყვა ქართული საჯარისო შენაერთების მოქმედება. ეს წერია პრეზიდენტის ბრძანებულებაში. ეს წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომელსაც ხელი მოაწერა ნაცმოძრაობამ და ასეთ დროს, როდესაც ისინი ცდილობენ მარტივ ფაქტებთან დაკავშირებით სიცრუის ტირაჟირებას და პროპაგანდის ამაზე აგებას, ეს არის რა თქმა უნდა მორიგი წარუმატებელი მცდელობა, იმიტომ რომ ტყუილი მიყიდონ საზოგადოებას, რაც მათ რა თქმა უნდა არ გამოუვათ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, აქ საუბარია რომ ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, ქველმოქმედი და ესეც არის უმარტივესი ფაქტის კონსტატაცია. ბიძინა ივანიშვილს 3 მილიარდი აქვს მარტო ქველმოქმედების სახით დახარჯული საქართველოში და ის ადამიანები, რომლებიც ჩადიოდნენ უამრავ დანაშაულს სწორედ მათ შორის კორუფციის და ყაჩაღობის კუთხით და მე ვფიქრობ 3 მილიარდ დოლარზე ბევრად მეტიც აქვთ მათ მიტაცებული როგორც სახელმწიფოსგან, ასევე კონკრეტული ადამიანებისგან. ეს ადამიანები და მათი კუთვნილი ტელევიზიები დღეს აგებენ პროპაგანდას იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც 3 მილიარდი დოლარი თავისი ფული აქვს დახარჯული მარტო ქველმოქმედებაში. ესეც არის მორიგი მცდელობა, რომ სიმართლე თავდაყირა დააყენონ, თუმცა საზოგადოება ბუნებრივია ხედავს ყველაფერს და ამის მიხედვით გამოიტანს დასკვნას“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

თეგები: ირაკლი კობახიძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

სააკაშვილი იმდენ ტყუილს ამბობს, არ ვიცი რა დავარქვა, „პინოქიო“ ან „ბურატინო“ უფრო მოუხდება – ირაკლი კობახიძე 

ნოემბერი 30, 2021
802
პოლიტიკა

საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, მოხდეს პოლარიზაციის ხარისხის შემცირება – ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 24, 2021
783
პოლიტიკა

სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა იყო საბაბი იმისთვის, რომ მის გათავისუფლებაზე დაწყებულიყო საუბარი – ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 24, 2021
765

ბოლო განახლებები

საჩუქრები, რომლებიც გვიან გაზაფხულს გაგვიფერადებს

მარტი 16, 2022
802

დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 19-ჯერ დაირღვა, დაიღუპა ერთი უკრაინელი სამხედრო – უკრაინული მედია

თებერვალი 19, 2022
817

13 288 ინფიცირება, 51 გარდაცვალება – ეპიდვითარება საქართველოში

თებერვალი 19, 2022
778

საქართველოში კოვიდინფიცირების 15 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თებერვალი 13, 2022
778

დიმიტრი პესკოვის თქმით, 12 თებერვალს ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი სატელეფონო საუბარს გამართავენ

თებერვალი 12, 2022
772

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.2k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.3k

ბოლო სტატიები

საჩუქრები, რომლებიც გვიან გაზაფხულს გაგვიფერადებს

მარტი 16, 2022

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია