რუსთაველის გამზირზე “პატრიოტთა ალიანსი” აქციას მართავს, აქციის მონაწილეები “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს აპროტესტებენ.
“ეს არის პატრიარქის და ქართული ეკლესიის მხარდასაჭერი აქცია. ვაპროტესტებთ იმ ბინძურ კამპანია, რაც ქართული ეკლესიის და საქართველოს წინააღმდეგ არის მართული, ეს უკავშირდება რა თქმა უნდა, პრაიდის ღონისძიებებს,”- განაცხადა აქციის ერთ- ერთმა ორგანიზატორმა ირაკლი ლომიამ.
აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან ქაშუეთის ტაძრისკენ მიემართებიან, სადაც როგორც თავად ამბობენ, პარაკლისს გადაიხდიან.











