“დაინიშნება ახალი არჩევნები და ბატონი კობახიძე აღარ იქნება პარლამენტში”, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ინაშვილის თქმით, აუცილებელია ამომრჩეველსა და პოლიტიკურ სპექტს არჩევნების პროცესისა და შედეგებისადმი რწმენა დაუბრუნდეს.
“არ შეიძლება ესე გაგრძელდეს, არ შეიძლება ქვეყანა იყოს ერთპარტიული დიქტატურის ქვეშ, ჩვენ არ გვიბრძოლია იმისათვის, რომ გაგვეღვიძა და აღმოვჩენილიყავით კომუნიტურ საქართველოში, ჩვენ უნდა განვვითარდეთ, უნდა ვიაროთ წინ, უნდა შეიქმნას სულ სხვა სტილის თავისუფალი დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, უნდა შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა, უნდა ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომ ხალხს და პოლიტიკურ სპექტს დაუბრუნდეს რწმენა არჩევნების პროცესისა და შედეგებისადმი”, – განაცხადა ინაშვილმა.











