საქართველოს საპატრიარქო ღირსების მარშთან და მასთან დაკავშირებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მათივე თქმით, საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება კადრები, რომ დღევანდელი შეკრების დროს მოხდა გარკვეული ძალადობრივი ინციდენტი ჟურნალისტების წინააღმდეგ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო, მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელია.
„გვინდა, შევახსენოთ ე.წ ,,მარშის” გასაპროტესტებლად შეკრებილ ადამიანებს, რომ ჩვენი დღევანდელი მსვლელობა და შეკრება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ცოდვას, რომელიც ცალსახად მიუღებელია ქრისტიანული სწვალებისათვის და ვაპროტესტებთ უზნეობის პროპაგანდას, ვლოცულობთ არა მარტო ჩვენს წიაღში მყოფი სულიერი შვილებისთვის, არამედ, უპირველესად, იმ ადამიანებისთვისაც, ვინც საპირისპირო აქციას გეგმავს.
ქრისტიანობა მშვიდობისა და ურთიერთსიყვარულისკენ მოგვიწოდებს. გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ნებისმიერი აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, მათ შორის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან, რათა ამ ყველაფერმა არ გამოიწვიოს რაიმე ესკალაცია და არ დაზარალდნენ ჩვენივე თანამემამულეები, მიუხედავად მათი განსხვავებული შეხედულებებისა და მრწამსისას, პროფესიისა და სოციალური მდგომარეობისა.
სამწუხაროდ, საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება კადრები, რომ დღევანდელი შეკრების დროს მოხდა გარკვეული ძალადობრივი ინციდენტი ჟურნალისტების წინააღმდეგ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო, მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელია. ამიტომ ვითარების მაქსიმალურად მშვიდობიანად წარმართვისათვის კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, პატივი ვცეთ ერთმანეთს, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გავემიჯნოთ ყოველგვარ აგრესიულ ქმედებას.
უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი ადამიანის დაზარალებაც კი საფრთხეს უქნის არა მარტო მას, არამედ აზიანებს მთელ საზოგადოებას და ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებას,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე ნახეთ:
- ტანკი თუ წამოვა, რომელზეც ამხედრებულია კარლ ჰარცელი, ჩვენ იმას დავუწვებით – ფალავანდიშვილი
- შოკისმომგვრელი კადრები… ჩემი კოლეგები ასეთი დაუცველები არ მინახავს – „კურიერის“ წამყვანის პირდაპირი ეთერი
- ყველაფერი გაკეთდება, რომ მათ ქალაქში ვერ გაიარონ! – მამა შალვა ღირსების მარშზე
- რუსთაველზე ჟურნალისტებს თავს ესხმიან! – „გვაფურთხებდნენ, გვაგინებდნენ, დამტვრეულია კამერები… პირველად შემეშინდა!“
- არ დავუშვებ არავითარ ქაოსს!.. ორგანიზატორების უკან დგას სააკაშვილი – ღარიბაშვილის გაფრთხილება
- რუსთაველზე აქცია არ უნდა ჩატარდეს! – პრემიერის საგანგებო მიმართვა (ვიდეო)
- საპატრიარქო: მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს თავი შეიკავონ აგრესიისგან, ჟურნალისტებზე ძალადობას ეკლესია გამართლებას ვერ მოუნახავს











