იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს.
საგანგებო მდგომარეობა ძალაში 22 აგვისტომდე იქნება.
ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქში კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის ფონსა და ოლიმპიური თამაშების მოახლოების გამო მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოში ოლიმპიადა 23 ივლისიდან დაიწყება და 8 აგვისტომდე გაგრძელდება.











