სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან (მუჯირი) ერთად ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილის მოჭიდავეები დალოცა, რომლებიც ოლიმპიურ შეჯიბრებაზე მიემგზავრებიან.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
საპატრიარქოს ინფორმაციით, მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ და მიტროპოლიტმა შიომ ასევე დალოცეს ტოკიოში მყოფი ჩვენი სპორტსმენები და ყველას გამარჯვება უსურვეს.











