საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
14 ივლისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 988 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 988 შემთხვევა, აჭარა – 107, იმერეთი – 121, ქვემო ქართლი – 95, შიდა ქართლი – 55, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 71, კახეთი – 122, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი – 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 29.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით 1663 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 4.68 %-ია.











