საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
19 ოქტომბრის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 1 862 შემთხვევა გამოვლინდა. შემთხვევების ზრდით გამოირჩევიან ასევე იმერეთი და კახეთი.
რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 1 862 შემთხვევა, აჭარა – 202, იმერეთი – 1 151, ქვემო ქართლი – 353, შიდა ქართლი – 389, გურია – 140, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 412, კახეთი – 912, მცხეთა-მთიანეთი – 139, სამცხე-ჯავახეთი – 119, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 60.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 36 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 10.15%-ია.











