თემქაზე, ე.წ. არაშენდას კორპუსში აფეთქება მოხდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქება დაკეტილ სახლში მოხდა, სადაც არავინ არ იმყოფებოდა.
უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე 5 სახანძრო სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. ასევე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.











