ეკა ბესელიას პარტია მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში დახმარებას სთავაზობს.
როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, საჭიროების შემთხვევაში ისინი მოქალაქეებს ტრანსპორტირებით დაეხმარებიან.
„პარტია „სამართლიანობისთვის” გთავაზობთ სოლიდარობის და თანადგომის მიზნით, ვისაც გჭირდებათ ტრასპორტით გადაადგილება აცრაზე მისასვლელად ან სამედიცინო დახმარების მიზნით ამ შეზღუდვების პირობებში, მოგვმართეთ:
ტელ +995 599 996 953
ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ და ამ რთულ დროს ვიყოთ თქვენს გვერდით“,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის 14 აგვისტოდან მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება აიკრძალა. ვაქცინაციის ცენტრებამდე მისასვლელად კი სპეციალური ავტობუსებია გამოყოფილი.











