პანდემიის დაწყებიდან თითქმის 20 თვის თავზე მსოფლიოში ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს.
იმუნიზაციის პროცესმა ახალი კითხვები გააჩინა.
საზოგადოებაში აქტიურად ცირკულირებს აზრი იმის შესახებ, რომ კოვიდ ვაქცინები რეპროდუქციულ სისტემას აზიანებს და ზემოქმედებს ფერტილურობაზე (ორგანიზმის უნარი წარმოქმნას შთამომავლობა).
|ახდენს თუ არა COVID-19-ის ვაქცინა ზემოქმედებას ფერტილურობაზე?
არა.
არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ რომელიმე ვაქცინამ, მათ შორის COVID-19-ის ვაქცინებმა შეიძლება ქალებისა და მამაკაცების ფერტილურობაზე გავლენა მოახდინოს.
Pfizer-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალებმა რომლებმაც ვაქცინა გაიკეთეს, დაორსულებაზე არანაირი პრობლემა არ შექმნიათ.
ასევე, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა შეისწავლა 35 000 ორსული ქალის მონაცემები, რომლებმაც ვაქცინა გაიკეთეს. კვლევამ აჩვენა, რომ არცერთ მათგანში მუცლის მოშლის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
„ამ საკითხის ირგვლივ ბევრი მითი გვხვდება. თუმცა, მეცნიერულად არ არის დადასტურებული რაიმე კავშირი ვაქცინაციასა და შვილოსნობის უნარს შორის, ქალებისა თუ მამაკაცების შემთხვევაში. ვაქცინა იმუნური სისტემის სტიმულირებას ახდენს მხოლოდ კონკრეტული ვირუსის ან ბაქტერიის კონკრეტული ცილის ან ანტიგენის მიმართ.
კოვიდის შემთხვევაში ვაქცინაციის შედეგად ხდება იმუნური სტიმულაციის გამოწვევა SARS-CoV-2 (COVID-19 გამომწვევი) ვირუსის სპაიკცილების მიმართ. შესაბამისად, გამორიცხულია ქალისა თუ კაცის რეპროდუქციული ორგანოების მუშაობის რაიმე შეფერხება. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ: COVID 19 ვაქცინა შვილოსნობის უნარზე / ფერტილობაზე რაიმე ზეგავლენას არ ახდენს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სომია სვამინათანმა.
|შეუძლიათ თუ არა ვაქცინაცია ორსულ ქალებს და მათ ვინც აპირებს დაორსულებას?
ცნობილია რომ ორსული ქალები კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. ასევე საგულისხმოა, რომ დაინფიცირებას შესაძლოა ნაადრევი მშობიარობის რისკიც თან ახლდეს.
COVID-19-ის საწანააღმდეგო არსებული ვაქცინებიდან არც ერთი არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს, რაც ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს რაიმე რისკი, რომ ორსული ქალი შეიძლება დაინფიცირდეს ვაქცინაციით.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, აუცილებელია ორსულ ქალებს მივაწოდოთ ინფორმაცია სარგებლისა და რისკების შესახებ და ვაქცინაცია მათი სურვილის შემთხვევაში შევთავაზოთ. ეს განსაკუთრებით საჭიროა იმ ადგილებში, სადაც ორსულებს ინფიცირების უფრო მაღალი რისკი აქვთ, ხოლო ვაქცინა უფრო მეტ სარგებელს მოუტანთ.
ორსულისთვის ვაქცინაცია მეტ სარგებელს შეიძლება წარმოადგენდეს იმ შემთხვევაშიც თუ ის არის ექიმი ან სხვა ისეთი პროცესიის წარმომადგენელი, რომელსაც უწევს დაინფიცირების მაღალი რისკის არეალში ყოფნა.
|ახდენს თუ არა ვაქცინაცია გავლენას მამაკაცის სპერმის ხარისხზე
სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსის ვაქცინები გავლენას მამაკაცის სპერმის ხარისხზეც ახდებს და უნაყოფობას იწვევს.
თუმცა, კვლევები საპირისპიროს ცხადყოფს.
კერძოდ, აშშ-ში ჩატარებული კვლევის ფარგლებში 45 მამაკაცის მონაცემები შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ვაქცინამდე და ვაქცინაციის შემდეგ მათი სპერმის ხარისხში არანაირი ცვლილება არ დაფიქსირებულა.
„კვლევის შედეგად არ გამოვლენილა არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ვაქცინა მამაკაცის სპერმის ხარისხზე რაიმე სახის გავლენას ახდენს”,- განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, დენიელ ნასაუმ.
Now is the time. It is so important to #GetVaccinated if you have not already and #StopTheSpread of the #DeltaVariant.
>97% of admitted patients in the US are Unvaccinated!! https://t.co/NBx0LwV4Oz
— Daniel Nassau (@Nassau_MD) July 25, 2021
|საიდან წამოვიდა ეს დეზინფორმაცია?
2020 წლის დეკემბერში ბრიტანელმა მეცნიერმა, რომელიც პანდემიის შესახებ უსაფუძვლო განცხადებებით გამოირჩეოდა, ევროპის მარეგულიერებელ ორგანოს მიმართა და განაცხადა, რომ კორონავირუსის სპაიკ პროტეინი (რომელიც ვაქცინის მთავარი სამიზნეა) ძალიან ჰგავს syncytin-1 ( ცილას, რომელიც ადამიანის პლაცენტის ნაწილია). შესაბამისად, ის ამტკიცებდა, რომ ამ ორი ცილის მსგავსების გამო, ვაქცინაციის შედეგად წარმოშობილი ანტისხეულები SARS-CoV-2-თან ბრძოლის პარალელურად, იმ ცილის (syncytin-1) დაზიანებას გამოიწვევდა, რომელიც პლაცენტის საშვილოსნოში გასაზრდელად აუცილებელია.
თუმცა, ამას რეალობასთან არანაირი საერთო არ აქვს.
„მტკიცება იმის შესახებ, რომ რადგან სპაიკ პროტეინი, რომელსაც ვირუსი შეიცავს და რომელიც ვაქცინის მთავარი სამიზნეა ძალიან ჰგავს syncytin-1-ს და ამან შეიძლება უნაყოფობა გამოიწვიოს, უსაფუძვლოა. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, რომ ვთქვათ: რადგან ორი ადამიანის პირადობის ნომერში 6 ნომერი ფიგურირებს, მათ აუცილებლად იდენტური ID ბარათები აქვთ“,- ამბობს პენსილვანიის ვაქცინის ცენტრის დირექტორი, პოლ ოფიტი.
|COVID-19 უფრო საშიშია, ვიდრე ვაქცინა
მაიამის უნივერსიტეტის პროფესორის, რამასამის განცხადებით, ვაქცინისგან განსხვავდებით, COVID-19-ს ერექციული დისფუნქციისა და უნაყოფობის გამოწვევა ნამდვილად შეუძლია.
მისივე თქმით, ჩატარებულმა კვლევებმა, აჩვენა რომ კორონავირუსი მამაკაცის სპერმის ხარისხზე გავლენას ახდენს.
Sexual selection to the rescue to tackle vaccine hesitancy. No jab, no date… Good way to cancel out that football effect, which caused an excess of male Covid cases? https://t.co/x6FWr7n0cg
— Tom Wenseleers (@TWenseleers) August 4, 2021
მომზადებულია WHO-ის, AP-ის, UNICEF-ის, Washington Post-ის, DW-ისა და NCDC-ის მიხედვით
ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენგო PTN.ge