fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

იწვევს თუ არა კოვიდ ვაქცინა უშვილობას  – რა უნდა ვიცოდეთ

13:37 აგვისტო 18, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
წყარო: NBC

წყარო: NBC

6k
ნახვა

პანდემიის დაწყებიდან თითქმის 20 თვის თავზე მსოფლიოში ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს.

იმუნიზაციის პროცესმა ახალი კითხვები გააჩინა.

საზოგადოებაში აქტიურად ცირკულირებს აზრი იმის შესახებ, რომ კოვიდ ვაქცინები რეპროდუქციულ სისტემას აზიანებს და ზემოქმედებს ფერტილურობაზე (ორგანიზმის უნარი წარმოქმნას შთამომავლობა).

|ახდენს თუ არა COVID-19-ის ვაქცინა ზემოქმედებას ფერტილურობაზე?

არა.

არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ  რომელიმე ვაქცინამ, მათ შორის COVID-19-ის ვაქცინებმა შეიძლება ქალებისა და მამაკაცების ფერტილურობაზე გავლენა მოახდინოს.

Pfizer-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალებმა რომლებმაც ვაქცინა გაიკეთეს,  დაორსულებაზე არანაირი პრობლემა არ შექმნიათ.

ასევე, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა შეისწავლა 35 000 ორსული ქალის მონაცემები, რომლებმაც ვაქცინა გაიკეთეს. კვლევამ აჩვენა, რომ  არცერთ მათგანში მუცლის მოშლის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„ამ საკითხის ირგვლივ ბევრი მითი გვხვდება. თუმცა, მეცნიერულად არ არის დადასტურებული რაიმე კავშირი ვაქცინაციასა და შვილოსნობის უნარს შორის, ქალებისა თუ მამაკაცების შემთხვევაში. ვაქცინა იმუნური სისტემის სტიმულირებას ახდენს მხოლოდ კონკრეტული ვირუსის ან ბაქტერიის კონკრეტული ცილის ან ანტიგენის მიმართ.

კოვიდის შემთხვევაში ვაქცინაციის შედეგად ხდება იმუნური სტიმულაციის გამოწვევა SARS-CoV-2 (COVID-19 გამომწვევი) ვირუსის სპაიკცილების მიმართ. შესაბამისად, გამორიცხულია ქალისა თუ კაცის რეპროდუქციული ორგანოების მუშაობის რაიმე შეფერხება. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ: COVID 19 ვაქცინა შვილოსნობის უნარზე / ფერტილობაზე რაიმე ზეგავლენას არ ახდენს“, – განაცხადა  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სომია სვამინათანმა.

|შეუძლიათ თუ არა ვაქცინაცია ორსულ ქალებს და მათ ვინც აპირებს დაორსულებას?

ცნობილია რომ ორსული ქალები კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. ასევე საგულისხმოა, რომ დაინფიცირებას შესაძლოა ნაადრევი მშობიარობის რისკიც თან ახლდეს.

COVID-19-ის საწანააღმდეგო არსებული ვაქცინებიდან არც ერთი არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს, რაც ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს რაიმე რისკი, რომ ორსული ქალი შეიძლება დაინფიცირდეს ვაქცინაციით.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, აუცილებელია ორსულ ქალებს მივაწოდოთ ინფორმაცია სარგებლისა და რისკების შესახებ და ვაქცინაცია მათი სურვილის შემთხვევაში შევთავაზოთ. ეს განსაკუთრებით საჭიროა იმ ადგილებში, სადაც ორსულებს ინფიცირების უფრო მაღალი რისკი აქვთ, ხოლო ვაქცინა უფრო მეტ სარგებელს მოუტანთ.

ორსულისთვის ვაქცინაცია მეტ სარგებელს შეიძლება წარმოადგენდეს იმ შემთხვევაშიც თუ ის არის ექიმი ან სხვა ისეთი პროცესიის წარმომადგენელი, რომელსაც უწევს დაინფიცირების მაღალი რისკის არეალში ყოფნა.

|ახდენს თუ არა ვაქცინაცია გავლენას მამაკაცის სპერმის ხარისხზე

სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსის ვაქცინები გავლენას მამაკაცის სპერმის ხარისხზეც ახდებს და უნაყოფობას იწვევს.

თუმცა, კვლევები საპირისპიროს ცხადყოფს.

კერძოდ, აშშ-ში ჩატარებული კვლევის ფარგლებში 45  მამაკაცის მონაცემები შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ვაქცინამდე და ვაქცინაციის შემდეგ მათი სპერმის ხარისხში არანაირი ცვლილება არ დაფიქსირებულა.

„კვლევის შედეგად არ გამოვლენილა არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ვაქცინა მამაკაცის სპერმის ხარისხზე რაიმე სახის გავლენას ახდენს”,- განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, დენიელ ნასაუმ.

Now is the time. It is so important to #GetVaccinated if you have not already and #StopTheSpread of the #DeltaVariant.

>97% of admitted patients in the US are Unvaccinated!! https://t.co/NBx0LwV4Oz

— Daniel Nassau (@Nassau_MD) July 25, 2021

|საიდან წამოვიდა ეს დეზინფორმაცია?

2020 წლის დეკემბერში ბრიტანელმა მეცნიერმა, რომელიც პანდემიის შესახებ უსაფუძვლო განცხადებებით გამოირჩეოდა, ევროპის მარეგულიერებელ ორგანოს მიმართა და განაცხადა, რომ კორონავირუსის სპაიკ პროტეინი (რომელიც ვაქცინის მთავარი სამიზნეა) ძალიან ჰგავს syncytin-1 ( ცილას, რომელიც ადამიანის პლაცენტის ნაწილია). შესაბამისად, ის ამტკიცებდა, რომ ამ ორი ცილის მსგავსების გამო, ვაქცინაციის შედეგად წარმოშობილი ანტისხეულები SARS-CoV-2-თან ბრძოლის პარალელურად, იმ ცილის  (syncytin-1) დაზიანებას გამოიწვევდა, რომელიც პლაცენტის საშვილოსნოში გასაზრდელად აუცილებელია.

თუმცა, ამას რეალობასთან არანაირი საერთო არ აქვს.

„მტკიცება იმის შესახებ, რომ რადგან სპაიკ პროტეინი, რომელსაც ვირუსი შეიცავს და რომელიც ვაქცინის მთავარი სამიზნეა ძალიან ჰგავს syncytin-1-ს და ამან შეიძლება უნაყოფობა გამოიწვიოს, უსაფუძვლოა. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, რომ ვთქვათ: რადგან ორი ადამიანის პირადობის ნომერში 6 ნომერი ფიგურირებს,  მათ აუცილებლად იდენტური ID ბარათები აქვთ“,- ამბობს პენსილვანიის ვაქცინის ცენტრის დირექტორი, პოლ ოფიტი.

|COVID-19 უფრო საშიშია, ვიდრე ვაქცინა

მაიამის უნივერსიტეტის პროფესორის, რამასამის განცხადებით, ვაქცინისგან განსხვავდებით, COVID-19-ს ერექციული დისფუნქციისა და უნაყოფობის გამოწვევა ნამდვილად შეუძლია.

მისივე თქმით, ჩატარებულმა კვლევებმა, აჩვენა რომ კორონავირუსი მამაკაცის სპერმის ხარისხზე გავლენას ახდენს.

Sexual selection to the rescue to tackle vaccine hesitancy. No jab, no date… Good way to cancel out that football effect, which caused an excess of male Covid cases? https://t.co/x6FWr7n0cg

— Tom Wenseleers (@TWenseleers) August 4, 2021

 

მომზადებულია WHO-ის, AP-ის, UNICEF-ის, Washington Post-ის, DW-ისა და NCDC-ის მიხედვით

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენგო PTN.ge

თეგები: კორონავირუსის ვაქცინებიკორონავირუსის პანდემიაფერტილურობა

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

იანვარი 3, 2022
858
მსოფლიო

ენტონი ფაუჩი: კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი ნაკლებად მძიმე შეიძლება იყოს

იანვარი 3, 2022
883
მსოფლიო

საქართველოში „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული

იანვარი 3, 2022
874

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია