20 აგვისტოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ინტენსიურ, 24 საათიან რეჟიმში განახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 20 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან 21 აგვისტოს დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:
ნაძალადევის რაიონში: მანჯგალაძის ქუჩას და I-II შესახვევს; ახალდაბის, დადიანის, ლიკანის და ურიდიას ქუჩების ნაწილს, მახალდიანის, რკინიგზის, ხიმშიაშვილის, მესხის, ჩხიკვაძის, ჩაქვის, კონსკაიას, ხევსურეთის, ლეჩხუმის და სვანეთის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.










