25 ოქტომბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძისა და ხუდადოვის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
ტექნიკური სამუშაოები დღეს დღის 12:00 საათზე დაიწყება და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყამომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღის 12:00 სთ-დან 26 ოქტომბრის დღის 12:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონში: მანჯგალაძის, დადიანის, ხუდადოვის, ურიდიას და ქებურიას ქუჩების ნაწილს; მახალდიანის, ხიმშიაშვილის, ჩხიკვაძის, რკინიგზის და მესხის ქუჩებს.
ჩუღურეთის რაიონში: ქურდიანის, მეუნარგიას, ვეშაპურის, გურგენიძის ქუჩებს და ლალიონის შესახვევს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge“, – ნათქვამია ინფორმაციაში.











