2021 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 29 362-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც ნიშნავს, რომ რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 76%-ზე მეტი სტუდენტი გახდა.
სახელმწიფო გრანტი 6500-ზე მეტ სტუდენტზე გადანაწილდა, ხოლო სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლას 4200-ზე მეტი აბიტურიენტი განაგრძობს.
აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს, რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიმართონ.
იმისათვის, რომ აბიტურიენტმა მიიღოს ინფორმაცია ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების შესახებ, უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.











