პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დეპუტატებს შორის მას ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს და ამას შესაბამისი კვლევებიც ადასტურებს. ამის შესახებ კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
მან ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა რეიტინგის სპეციფიურობაზე და აღნიშნა, რომ როგორც წესი, ყველა ქვეყანაში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს უფრო მაღალი რეიტინგი აქვს.
„ყველა ქვეყანაში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს აქვს უფრო მაღალი რეიტინგი, ვიდრე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელს. პარლამენტარებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მაქვს მე. ჩემი რეიტინგი არის ორნიშნა, დაახლოებით 30%. ითვლება, რომ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებისთვის ეს არის მაღალი რეიტინგი“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, ოპონენტების მიერ სპეკულაციები ვრცელდება იმისთვის, რომ სცადონ ჩრდილის მიყენება მმართველი გუნდისთვის.











