fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი – მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც იმართება სააკაშვილის, გვარამიას, ამ დესტრუქციული ძალის და მათი ტელევიზიების მიერ, მიმდინარეობს იმისთვის, რომ მოქალაქეებს მუდმივი შფოთვა ჰქონდეთ

14:39 სექტემბერი 3, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
759
ნახვა

შეხედეთ ტელევიზიებს, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული პროპაგანდა. ეს არ არის შემთხვევითი, ეს არ არის რაღაც ემოციური ასე ვთქვათ სიუჟეტები და გადაცემები. ეს არის კარგად მოფიქრებული, კარგად გააზრებული, ბოროტულად და ვერაგულად დაგეგმილი მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც იმართება პირდაპირ სააკაშვილის და გვარამიას და მთელი ამ პროვოკაციული, დესტრუქციული ძალის მიერ და მათი ტელევიზიების მიერ, იმისთვის, რომ მუდმივი შფოთვა იყოს საზოგადოებაში, მუდმივი სტრესი, მუდმივი პანიკა და ეს ისტერიკა, რომელიც დაამკვიდრეს ბოლო 8 წლის განმავლობაში ყოველდღიურად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ბაღდათის მერობის კანდიდატის, კახა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბევრი ადამიანი აანალიზებს სიტუაციას და ხედავს, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისებია.

„ეს ხელოვნურად ინსპირირებული, ხელოვნურად შექმნილი კრიზისები, ეს ალიაქოთები და ხმაური იმისთვის არის ორგანიზებული, რომ მოქალაქეებს მუდმივი შფოთვა ჰქონდეთ, მუდმივი არასტაბილურობის განცდა გაუჩნდეთ და განცდა იმისა, თითქოს სხვა არაფერი ხდება ქვეყანაში, გარდა ამ გაუგებარი პოლიტიკური ბატალიებისა და პოლიტიკური ურთიერთლანძღვის და ცილისწამებების. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის გამოწვევა, რომელიც ახლავს, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა ზღვარს სცილდება მათი ეს ზღვარგადასული, ცილისმწამებლური კამპანიები. ითქვას პირდაპირ, მართლაც აუტანელი კამპანიები, რომელიც მიმდინარეობს მათი მხრიდან. გვესმის ძალიან კარგად, რომ ეს მათი იმედგაცრუებაა, იმედგაცრუება იმისა, რომ 7 არჩევნების განმავლობაში სასტიკად დამარცხდნენ, ხალხმა დაამარცხა, ხალხმა უთხრა მათ უარი. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გვესმის ისიც, რომ სისტემატური, განგრძობითი პროპაგანდის მეშვეობით ისინი ცდილობენ, რომ მოქალაქეებს, ჩვენს მოსახლეობას მოაჩვენონ სიტუაცია ჯოჯოხეთად. ეს ფაშისტების ცნობილი მეთოდი იყო, როცა ასეთი პროპაგანდის საშუალებით ჯოჯოხეთს აჩვენებდნენ სამოთხედ და პირიქით. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის ეს ყველაფერი, მაგრამ ამიტომ არის საჭირო უფრო მეტი აქტიური კომუნიკაცია, უფრო მეტი მუშაობა მოსახლეობასთან. ერთ-ერთი მთავარი დავალება მთელი მთავრობის და ჩვენი ხელისუფლების იქნება, რომ 24-საათიანი კამპანია, 24-საათიანი კომუნიკაცია არის საჭირო ჩვენს მოქალაქეებთან. რა თქმა უნდა, მერებს აქვთ ძალიან გამოკვეთილი როლი ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, მერი ყოველთვის უნდა იყოს და იქნება ასეც, მობილიზებული, რომ მოემსახუროს ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ ახლა შევარჩიეთ ახალი კანდიდატი, ბატონი კახა ენუქიძე, რომელიც გახლავთ მერის მოადგილე ამჟამად. მე ასევე მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ გოგსაძეს, რომელიც ღირსეულად ემსახურა თავის მშობლიურ ბაღდათს და ვუსურვო წარმატებები შემდგომ საქმიანობაში და ბატონ ენუქიძეს ვუსურვო წარმატება და გამარჯვება. გამარჯვება იმისთვის, რომ გაიმარჯვოს ბაღდათმა და ბაღდათელებმა“, – განაცხადა პრემიერმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – მომდევნო 3 წელი ქვეყანაში აღარ გაიმართება არჩევნები

სექტემბერი 10, 2021
767
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – წყალტუბოში ახალი ტურისტული ადგილი – თეთრა მღვიმე პირველი ეკოტურისტული სივრცეა საქართველოში, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებას

სექტემბერი 4, 2021
760
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – ქუთაისს ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა უნიკალური საჩუქარი გაუკეთა

სექტემბერი 4, 2021
762

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია