fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი – წყალტუბოში ახალი ტურისტული ადგილი – თეთრა მღვიმე პირველი ეკოტურისტული სივრცეა საქართველოში, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებას

16:11 სექტემბერი 4, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
760
ნახვა

სასიხარულოა, რომ შეიქმნა ახალი ტურისტული ადგილი, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ მღვიმე და გაეცნონ მის უნიკალურ ისტორიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში თეთრა მღვიმის დათვალიერებისას განაცხადა.

ახალი ტურისტული სივრცის შესახებ ინფორმაცია პრემიერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა გააცნო.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა,
თეთრა მღვიმე 2021 წელს გაიხსნა და ნაღვენთებით გამორჩეულ უძველეს მღვიმეს წარმოადგენს. მღვიმეში მოწყობილია სპეციალური სივრცე, სადაც ღვინის დაძველებისთვის შესაბამისი გარემოა შექმნილი. აღნიშნულ სივრცეში ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, სხვადასხვა ადგილობრივი წარმოშობის ღვინოები დააგემოვნონ.

ეკოტურისტული სივრცე საშუალებას იძლევა, მოეწყოს ქართული და უცხოური ღვინის გამოფენები, კონფერენციები და ტრადიციული ფესტივალები. დაგეგმილია პირველი ღვინის მაღაზიის მოწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება მღვიმეში დაძველებული ღვინოები.

კერძო ინვესტიციის ფარგლებში განხორციელებული პროექტის ღირებულება 400 000 ლარამდეა. მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, მოეწყო ღვინის სადეგუსტაციო და ტურისტული დანიშნულების ლოკაცია და ბილიკები. მღვიმე აღიჭურვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახანძრო და ავარიული უსაფრთხოების სისტემებით, დამონტაჟდა თანამედროვე გარე და შიდა განათების სპეციალური სისტემა. თეთრა მღვიმე პირველია, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

თეთრა მევიმეში პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად იმყოფებოდა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშილიწყალტუბო

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – მომდევნო 3 წელი ქვეყანაში აღარ გაიმართება არჩევნები

სექტემბერი 10, 2021
767
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – ქუთაისს ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა უნიკალური საჩუქარი გაუკეთა

სექტემბერი 4, 2021
762
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – სააკაშვილის პარტნიორს, მამუკა ხაზარაძეს მივმართავ, სანამ ჩემზე რაიმეს იტყვის, ჯერ გადაამოწმოს

სექტემბერი 4, 2021
760

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია