დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ გაიმართება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში არ გაიმართება. არჩევნები გაიმართება მაშინ, როცა ეს კონსტიტუციითა და კანონით არის გაწერილი – 2024 წელს.
საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება. რა შეთანხმებაც იყო და ამაზე ჩვენ 19 აპრილის ხელშეკრულების გაფორმებამდეც ვსაუბრობდით, ვამბობდით, რომ მზად ვიყავით განგვეხორციელებინა საკონსტიტუციო ცვლილებები, ახლაც მზად ვართ“, – განაცხადა კალაძემ.











