პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე კახა კალაძის ნარკოტესტის ჩაბარებას ეხმაურება.
„კალაძეს ვურჩევდი ეს ინიციატივა „ქართულ ოცნებაში“ ჩაეტარებინა, თავის თანაგუნდელებში, ძალიან ბევრ ნარკომანს აღმოაჩენს შიგნით. სხვა ინიციატივის აზრს ვერ ვხედავ, მე ჯანსაღი ცხოვრების მომხრე ვარ, ვფიქრობ, რომ ჩვენს ახალგაზრდებს უნდა მივცეთ კარგი მაგალითი, მაგრამ ეს მხოლოდ კალაძით არ უნდა დაიწყოს, კარგია რომ მის თანაგუნდელებშიც მსგავსი ტესტი ჩატარდეს“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნარკოტესტი ჩააბარა. კახა კალაძე ოპონენტებს მოუწოდებს თავადაც ჩაიტარონ ტესტი.
„ სუფთა ვარ ყველანაირად, შესაბამისად სუფთა არჩევნები და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იქნება მნიშვნელოვანი ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.











