„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა ობოლაძის განცხადებით, არაა გამორიცხული, რომ ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ჩართული ყოფილიყო უკანონო მოსმენა-მიყურადების განხორციელების პროცესში.
„ჩემი აზრით, არათუ არ გამოირიცხება, არამედ ის ნამდვილად ჩართული იყო ამ საქმეში და ისიცაა ამაზე მათ შორის სისხლის სამართლებრივად პასუხისმგებელი“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.
მეუფე იაკობმა გიორგი გახარიას „რუსული პროექტი“ უწოდა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა.
ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.
საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.











