დავით კობალაძისა და მისი თანმხლები 5 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შემდეგ დეპუტატი კობა კობალაძე პირველ კომენტარს აკეთებს:
“საკმაოდ პასუხისმგებლიანად ვცხოვრობ, მიცხოვრია და ვიქნები ესე, მეც და ჩემი ოჯახის თითოეული წევრი. აქედან გამომდინარე, თითოეულმა დაიწეროს გულის ფიცარზე, სამართლის წინაშე ყველა ვართ თანასწორნი და არც არავისი ნება-სურვილის, ან დაკვეთის გამო არც მართალი ადამიანი დაისჯება და არც მტყუანი გამართლდება,“ – განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატის შვილს იარაღის გამოყენებით გიორგი ენდელაძეზე ძალადობას ედავება. ამ დრომდე ძებნაშია კიდევ ერთი პირი.











