„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მმართველი პარტიის დეპუტატთა ნაწილი ვერ მოხვდა, მათ შორის, არის დეპუტატი დეპუტატი კობა კობალაძე.
როგორც მან „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მისი სურვილი არ ყოფილა, რომ ის “ქართული ოცნების” არჩევნო სიაში ყოფილიყო.
„მე ვარ ჩემი სამშობლოს მოქალაქე და როგორც იქნება მისი ინტერესიდან გამომდინარე, ზუსტად ისე მოვიქცევი. ჩემი სურვილი არ იყო ვყოფილიყავი სიაში. ჩემი სურვილი არის ის, რომ ვიყო გამოყენებული ჩემი ქვეყნისთვის იქ, სადაც უფრო ეფექტურად ვიქნები და შევასრულებ ჩემს ამოცანას.
მე ვრჩები, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ გულშემატკივრად, მე ყველა ინტერესის გამტარებელი ვიქნები, რაც მოემსახურება ჩემი სამშობლოს სიძლიერესა და ერთიანობას“,- განაცხადა კობალაძემ.
ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია რამდენიმე დღის წინ წარადგინა.











