ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალურ გზაზე, სოფელ ნაგომარში, ავტოსაგზაო შემთვევას მეათე კლასის მოსწავლე, 15 წლის გელა მარგველიანი ემსხვერპლა.
როგორც თვითხილველები ამბობენ, მოზარდი მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა და სახლში მიდიოდა, რა დროსაც საპირისპირო მხრიდან წამოსული მიკროავტობუსი დაეჯახა.
მძღოლის თქმით, მოზარდმა სიგნალის ხმა ვერ გაიგო და მან დამუხრუჭება ვერ შეძლო. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს მოზარდი გარდაცვლილი დახვდა.











