ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სავარაუდოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპაჟი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ” პრაიმტაიმს” განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალები მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დააზიანა.











