“დღევანდელ აქციას არ ვუერთდებით, მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვება, პირველ რიგში, “ნაციონალური მოძრაობის” საქმეა. სკეპტიკური ვარ, რომ ხალხი მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ქუჩაში გამოვა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
“მთავარი ამოცანაა, შეგიძლია თუ არა ხალხს უსამართლობა დაანახო, ამ იდეით აანთო და ქუჩაში გამოიყვანო. სკეპტიკური ვარ, რომ ხალხი მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ქუჩაში გამოვა, მითუმეტეს მაშინ, როცა არ იცი, გამარჯვების შემთხვევაში, რა გელოდება და როგორ საქართველოში იცხოვრებ. სანამ ამას არ იტყვიან, ამ აქციაზე უფრო ნაკლები ადამიანი მივა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.










