კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო საფრანგეთი შეზღუდვებს ამკაცრებს.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საფრანგეთის მთავრობამ ზომების გამკაცრება სამი მიმართულებით გადაწყვიტა:
1. პროფილაქტიკური ზომების გაძლიერება, პირბადის ტარება როგორც დახურულ, ასევევ ღია სივრცეში და ვენტილაცია.
2.სანიტარული საშვების სისტემის გამკაცრება, რათა უფრო მეტი შეზღუდვა დაუწესდეს არავაქცინირებულ პირებს.
3.ვაქცინის გამაძლიერებელი დოზების კამპანიის დაჩქარება.
„ჩვენი ამოცანა ვირუსის ტალღებისგან მოქალაქეების დაცვაა, რათა ზამთარი მაქსიმალურად კარგად გადავლახოთ“, – აღნიშნა საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გაბრიელ ატალმა.
საფრანგეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესებას განაგრძობს და მალე 100 000 მოსახლეზე ავადობის მაჩვენებელმა 200 შემთხვევას შეიძლება გადააჭარბოს.











