იტალიის მთავრობამ არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვები გაამკაცრა.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, არავაქცინირებული პირები კინოთეატრებში, რესტორნებსა და სპორტ დარბაზებში შესვლას ვეღარ შეძლებენ.
„ჩვენ ვხედავთ, რომ სიტუაცია მოსაზღვრე ქვეყნებში ძალიან სერიოზულია და ასევე ვხედავთ, რომ იტალიაში მდგომარეობა თანდათან, მაგრამ მუდმივად უარესდება. გვსურს გონივრულად მოვიქცეთ, რათა დავიცვათ ის, რასაც იტალიელებმა გასულ წელს მიაღწიეს“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ.
ახალი ზომები 6 დეკემბრიდან ამოქმედდება.
ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:
- საკოორდინაციო საბჭოს ახალი გადაწყვეტილება სრულად – რა შეიზღუდა და რა არის დაშვებული
- 8-თვიანი დუმილის შემდეგ კასპში მეუღლის მკვლელობის საქმის ფიგურანტი ალაპარაკდა – ქეთევან ჩხაიძის წერილი ციხიდან
- საბავშვო ბაღში ჩემი საუკეთესო მეგობარი ვანო ჩხარტიშვილის შვილი იყო, მიშას ეს არ სიამოვნებდა, სანდრას პირიქით – ედუარდ სააკაშვილი
- რამდენ ხანში შეიძლება დაინფიცირდეს კოვიდგადატანილი – გიორგი ფხაკაძე განმარტებას აკეთებს და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს










