რაც უფრო მეტად ვითარდება ტექნოლოგია, მით უფრო იხვეწება სხვადასხვა მიდგომა ნებისმიერ დარგში. საკუთრების დაცვა ნებისმიერი ადამიანისთვის პრიორიტეტია, არ აქვს მნიშვნელობა, ის რამდენად ფასეულია სხვისთვის. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილს თითოეული კომპანია ყურადღებით უნდა მოეკიდოს და შესაბამისად დააპრიორიტეტოს. მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაც ამ კუთხით, ვინაიდან, განვითარებასთან ერთად, ვითარდებიან დამნაშავეებიც და დროდადრო საჭიროება იქმნება არსებული მიდგომის განახლების.
საკუთრების დაცვის სხვადასხვა ხერხები არსებობს, თუმცა თანამედროვეობაში ყველაფერთან ერთად, კიდევ ერთ თავისტკივილად კიბერდანაშაულებიც დაემატა კომპანიის მენეჯერებს. აუცილებელია საკუთარი თავის როგორც რეალურ, ასევე კიბერსივრცეში თავდაცვაც. აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნება, თუკი ამ ნაწილსაც თითოეული კომპანიის მენეჯერი სათანადო ყურადღებას მიაქცევს. კიბერსივრცეში ადამიანს ფიზიკური საკუთრების განთავსება არ შაუძლია, თუმცა დღეს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს კომპიუტერებში, ქლაუდსა თუ სერვერებზეა, რაც ჰაკერებისთვის საკმაოდ მიმზიდველი სამიზნეა. იმისათვის, რომ მათი მსხვერპლი არ გავხდეთ, მნიშვნელოვანია სათანადოდ ვიყოთ მზად. კიბერთაღლითობა მხოლოდ ჰაკერების შემოტევას არ გულისხმობს, ე.წ. „ფიშინგი“ ბოლო წლებში საკმაოდ გავრცელდა, რაც უმეტესად მანიპულაციური ხასიათისაა და ადამიანის მოტყუების გზით კონკრეტულ ინფორმაციაზე წვდომი მიღებას გულისხმობს. ამის თავიდან ასარიდებლად, მნიშვნელოვანია თითოეული დასაქმებული ადამიანი ფლობდეს ინფორმაციას, რომ არავის გაუზიარონ კომპანიის გარეთ ინფორმაცია და პაროლი.
რაც შეეხება უსაფრთხოებას უშუალოდ შენობაში ან პერიმეტრზე, ამ კუთხით აუცილებელია ის მინიმალური საკითხები იყოს დანერგილი, რომელიც რეკომენდირებულია, მაგალითისთვის რკინის ჭიშკარი, ვიდეო სამეთვალყურეო კამერა, განგაშის სიგნალი, სახანძრო უსაფრთხოების სისტემა და სხვა. რისკების მართვისა და კონტროლის სერვისი უსაფრთხოების დაცვის სრული პაკეტია, რომელიც მოიცავს როგორც ტექნოლოგიური სისტემების დანერგვასა და მართვას, ისე ცოცხალი ძალის გამოყენებას. ასეთი ტიპის სერვისი უზრუნველყოფს უსაფრთხოების უმაღლესი ხარისხით დაცვას, რაც ასე საჭიროა სხვადასხვა ზომისა თუ სფეროს კომპანიისთვის. საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა ფუნდამენტურად მნიშვენლოვანია ყველასთვის, ვინაიდან სწორედ ამ დეტალის სათანადოდ მოგვარების შემდეგაა შესაძლებელი რაიმე სახის წარმატებასა და წინსვლაზე ფიქრი, ხოლო საკუთრების დაზიანება ან მისი დაკარგვა შეიძლება გამოუსწორებელი ზიანის მომტანი გამოდგეს ორგანიზაციისთვის. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ამ საქმეში ჩართული ადამიანები იყვნენ გამოცდილები და ჰქონდეთ მაღალი კვალიფიკაცია, რაც თავის მხრის სანდოობაში უნდა გადაითარგმნოს.
იმისათვის, რომ რისკების მართვისა და კონტროლის სერვისი და მომსახურება ყველაზე ეფექტურად იყოს განხორციელებული, აუცილებელია შექმნილი იყოს სპეციალური სტრუქტურული ერთეული, იგივე რისკების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს დამკვეთი კომპანიისა თუ ორგანიზაციის სხვადასხვა ტიპის ობიექტებზე რისკებისა თუ საფრთხეების იდენტიფიცირებას, მათ ანალიზსა და პრევენციას, რაც მიმართულია პერსონალისა და მატერიალური აქტივების დაცვისკენ, რათა უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შეიქმნას. აგრეთვე, ინფორმაციის დაცულობას და საგანგებო სიტუაციებში დროულ, კვალიფიციურ რეაგირებას. მნიშვნელოვანია აღნიშნული სერვისი უწყვეტად, 24 საათის მანძილზე იყოს აქტიური და კონტაქტ ცენტრი თუ უსაფრთხოების ელექტრონული სისტემების ოპერირების ჯგუფი უწყვეტ მონიტორინგს უწევდეს დასაცავ ობიექტს.
(R)








