fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რა უნდა გაითვალისწინოთ კომპანიის უსაფრთხოებისთვის

13:52 ნოემბერი 29, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
988
ნახვა

რაც უფრო მეტად ვითარდება ტექნოლოგია, მით უფრო იხვეწება სხვადასხვა მიდგომა ნებისმიერ დარგში. საკუთრების დაცვა ნებისმიერი ადამიანისთვის პრიორიტეტია, არ აქვს მნიშვნელობა, ის რამდენად ფასეულია სხვისთვის. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილს თითოეული კომპანია ყურადღებით უნდა მოეკიდოს და შესაბამისად დააპრიორიტეტოს. მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაც ამ კუთხით, ვინაიდან, განვითარებასთან ერთად, ვითარდებიან დამნაშავეებიც და დროდადრო საჭიროება იქმნება არსებული მიდგომის განახლების.

საკუთრების დაცვის სხვადასხვა ხერხები არსებობს, თუმცა თანამედროვეობაში ყველაფერთან ერთად, კიდევ ერთ თავისტკივილად კიბერდანაშაულებიც დაემატა კომპანიის მენეჯერებს. აუცილებელია საკუთარი თავის როგორც რეალურ, ასევე კიბერსივრცეში თავდაცვაც. აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნება, თუკი ამ ნაწილსაც თითოეული კომპანიის მენეჯერი სათანადო ყურადღებას მიაქცევს. კიბერსივრცეში ადამიანს ფიზიკური საკუთრების განთავსება არ შაუძლია, თუმცა დღეს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს კომპიუტერებში, ქლაუდსა თუ სერვერებზეა, რაც ჰაკერებისთვის საკმაოდ მიმზიდველი სამიზნეა. იმისათვის, რომ მათი მსხვერპლი არ გავხდეთ, მნიშვნელოვანია სათანადოდ ვიყოთ მზად. კიბერთაღლითობა მხოლოდ ჰაკერების შემოტევას არ გულისხმობს, ე.წ. „ფიშინგი“ ბოლო წლებში საკმაოდ გავრცელდა, რაც უმეტესად მანიპულაციური ხასიათისაა და ადამიანის მოტყუების გზით კონკრეტულ ინფორმაციაზე წვდომი მიღებას გულისხმობს. ამის თავიდან ასარიდებლად, მნიშვნელოვანია თითოეული დასაქმებული ადამიანი ფლობდეს ინფორმაციას, რომ არავის გაუზიარონ კომპანიის გარეთ ინფორმაცია და პაროლი.

რაც შეეხება უსაფრთხოებას უშუალოდ შენობაში ან პერიმეტრზე, ამ კუთხით აუცილებელია ის მინიმალური საკითხები იყოს დანერგილი, რომელიც რეკომენდირებულია, მაგალითისთვის რკინის ჭიშკარი, ვიდეო სამეთვალყურეო კამერა, განგაშის სიგნალი, სახანძრო უსაფრთხოების სისტემა და სხვა. რისკების მართვისა და კონტროლის სერვისი უსაფრთხოების დაცვის სრული პაკეტია, რომელიც მოიცავს როგორც ტექნოლოგიური სისტემების დანერგვასა და მართვას, ისე ცოცხალი ძალის გამოყენებას. ასეთი ტიპის სერვისი უზრუნველყოფს უსაფრთხოების უმაღლესი ხარისხით დაცვას, რაც ასე საჭიროა სხვადასხვა ზომისა თუ სფეროს კომპანიისთვის. საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა ფუნდამენტურად მნიშვენლოვანია ყველასთვის, ვინაიდან სწორედ ამ დეტალის სათანადოდ მოგვარების შემდეგაა შესაძლებელი რაიმე სახის წარმატებასა და წინსვლაზე ფიქრი, ხოლო საკუთრების დაზიანება ან მისი დაკარგვა შეიძლება გამოუსწორებელი ზიანის მომტანი გამოდგეს ორგანიზაციისთვის. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ამ საქმეში ჩართული ადამიანები იყვნენ გამოცდილები და ჰქონდეთ მაღალი კვალიფიკაცია, რაც თავის მხრის სანდოობაში უნდა გადაითარგმნოს.

იმისათვის, რომ რისკების მართვისა და კონტროლის სერვისი და მომსახურება ყველაზე ეფექტურად იყოს განხორციელებული, აუცილებელია შექმნილი იყოს სპეციალური სტრუქტურული ერთეული, იგივე რისკების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს დამკვეთი კომპანიისა თუ ორგანიზაციის სხვადასხვა ტიპის ობიექტებზე რისკებისა თუ საფრთხეების იდენტიფიცირებას, მათ ანალიზსა და პრევენციას, რაც მიმართულია პერსონალისა და მატერიალური აქტივების დაცვისკენ,  რათა უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შეიქმნას. აგრეთვე, ინფორმაციის დაცულობას და საგანგებო სიტუაციებში დროულ, კვალიფიციურ რეაგირებას. მნიშვნელოვანია აღნიშნული სერვისი უწყვეტად, 24 საათის მანძილზე იყოს აქტიური და კონტაქტ ცენტრი თუ უსაფრთხოების ელექტრონული სისტემების ოპერირების ჯგუფი უწყვეტ მონიტორინგს უწევდეს დასაცავ ობიექტს.

 

 

(R)

თეგები: რისკების მართვა

დაკავშირებული სტატიები

No Content Available

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია