დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44 წლისთავს ულოცავს.
„ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44 წლისთავს.
დიდია ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე უწმინდესის ღვაწლი. მისი ავტორიტეტი სცდება საქართველოს ფარგლებს. ის არის სულგრძელობის, თავმდაბლობის, სიკეთისა და სიყვარულის მაგალითი მთელი ერისთვის.
ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს დღეგრძელობას და ჯანმრთელობას საქართველოს საკეთილდღეოდ“,- ამბობს კალაძე.